Tuesday, November 1, 2016

* * *

მომნატრებია შენით დათრობა,
შენი არსებით გულის გათბობა,
შენთვის ნანახი გრძნობების დათმობა,
ემოციით სავსე, ბავშვური გართობა..

მომნატრებია ერთად გახელება,
შენი შეგრძნებით სხეულის გაჯერება..
მომნატრებია გულის ამღერება,
შენი ბაგეებით ჩემის გამთელება..

მომნატრებია დროის გაჩერება,
შემოდგომისფერი, თბილი აღელვება,
გრძნობამორეული, უხმო აფეთქება,
სხეულში მომწყვდეული ნოტების ამღერება..

შენი სიახლოვით თავბრუს დახვევა,
ერთად, სიგიჟით, ქუჩების აკლება..
მომნატრებია სურნელი შენი,
მოდი, სიყვარულის მომხვიე ხელი..

                                       გ. ბლიაძე
                                         30.10.16