Thursday, January 26, 2012

ოპტიმისტური ლექსი

გაცრუებულ იმედებთან ერთად
ბოლოს ისევ შემოვრჩები კენტად..
გაწვიმებულ გამზირებთან ვდგევარ
და გავყურებ თბილ ზაფხულის ღელვას..
ცრემლით ღარავს დედამიცას წვიმა,
მას ბებერი ნაოჭები სტკივა..
ამ ზაფხულმაც მოიტანა დარდი,
აუ, როგორ მომაბეზრა თავი..
წვიმის წვეთებს სიმძიმილი მიაქვთ,
გულს მიმხნევებს, სუნთქვას მიხსნის წვიმა..
დილით ისევ გამინათებს მზე გზას,
ხვალინდელ დღეს ველოდები მე კარგს..
ისევ მოვა ცხოვრებაში დარი,
და ლხინისა გაიხსნება კარი,
ისევ გვათოვს ჩვენ ზამთარი იმედს,
გაზაფხულიც მოგვიქარგავს იებს..
სიხარულით შემოვივლით მინდვრებს,
სიყვარულით ბედნიერნი ვიფრენთ..
ისევ მოვა შემოდგომა ნაზი,
მომნუსხველი მელანქოლიკ ხალხის..
შემოგვაფენს წითელ-ყვითელ ფოთლებს
და გრძნობები აეშლებათ შფოთებს..
მას რომ შეცვლის გამჭვირვალე ყინვა,
გულს გაათბობს ბუხრის თბილი გმინვა..
მერე ისევ გაიშლება ვარდი,
ცხრათვალა მზეს გაეხსნება წარბი..
გაზაფხული აღმაფრენას იწვევს
და გულები გრძნობებს ვეღარ იტევს..
კვლავ ზაფხულის გვიბრუნდება სიცხე,
პოზიტივი დაბრუნებას იწყებს..
იმედები იფურჩქნება, ილხენს,
სევდიანი განწყობები იწყენს..
სიყვარული აქ სათავეს იღებს
და გულები კარებს ფართოდ გვიღებს..
ოცნებები იმოსება სხივით,
ნეგატივი შიშველია, ტირის..
წყარო ტკბილი, კამკამა და თბილი,
დარდს წაიღებს სწრაფლმავალი ტივით..
ისევ ცისფრად იმოსება ზეცა,
დარდს გადაყრის შავ ღრუბლებთან ერთად..
მოიწმინდავს შუბლიდან სერ ნისლებს
და გვაჩუქებს დაუვიწყარ რითმებს..
ამწვანდება ბუნება და სივრცე
და სიცოცხლეც იღვიძებს და ილხენს..

                                       24.06.11

2 comments:

  1. აუუ პროექტი მაქ სკოლაში "პოზიტივი" და თქვენი ლექსი ძალიან მჭირდება თუ შეიძლება რომ გადავწერო და ავტორი მაინტერესებს და კიდევ თუ არის ასეთი ლექსები კიდევ ?

    ReplyDelete
  2. მარი, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის :) ავტორი არის გულიკო ბლიაძე, ანუ მე :) კი გადაწერე არაა პრობლემა, ოღონდ საავტორო უფლებების დაცვით :)

    ReplyDelete