Tuesday, November 1, 2016

* * *

მომნატრებია შენით დათრობა,
შენი არსებით გულის გათბობა,
შენთვის ნანახი გრძნობების დათმობა,
ემოციით სავსე, ბავშვური გართობა..

მომნატრებია ერთად გახელება,
შენი შეგრძნებით სხეულის გაჯერება..
მომნატრებია გულის ამღერება,
შენი ბაგეებით ჩემის გამთელება..

მომნატრებია დროის გაჩერება,
შემოდგომისფერი, თბილი აღელვება,
გრძნობამორეული, უხმო აფეთქება,
სხეულში მომწყვდეული ნოტების ამღერება..

შენი სიახლოვით თავბრუს დახვევა,
ერთად, სიგიჟით, ქუჩების აკლება..
მომნატრებია სურნელი შენი,
მოდი, სიყვარულის მომხვიე ხელი..

                                       გ. ბლიაძე
                                         30.10.16

Tuesday, September 13, 2016

* * *

Bring me somewhere nice..
Where the trees are tall,
Where the waters fall,
Where the nature calls..

Bring me somewhere great
Where the people are brave,
Where the sky isn't gray,
Where the sunshine has flames..

Bring me somewhere peaceful,
Where the air is dream full,
Where the thinking is wishful
Where we'll let ourselves be fools..

Bring me somewhere wild,
Where imaginations are wide..
Bring me somewhere nice
Let feelings out, be wise..

                          G. B.

Monday, September 5, 2016

                 წარმოდგენა

წარმოვიდგინე მე და შენ მთაში,
ტერფებს გვილოკავს დაისის ნამი,
თავზე გვახურავს ვარსკვლავთა დასი
და დედამიწა გვიხმობს მის ნავში..
წარმოვიდგინე ცხოვრების არსი,
სადაც არსება არ არის ფარსი,
შემოგვხვევია გრძნობების გარსი,
ღამის სისავსე, მთვარე და მარსი..
წარმოვიდგინე ჩვენი სამყარო,
სადაც მწყურვალი მესთვის ხარ წყარო,
სადაც მაპურებ შენი არსებით
და სადაც მათბობ შენი ალერსით..
წარმოვიდგინე მე და შენ ზღვაში,
მის ნაპირებზე, ოქროსფერ დარში..
შემოვხიზნულვარ შენს ძლიერ მკლავში,
გულებს გვინათებს სხივები თვალში..
წარმოგიდგინე მთაში და ბარში,
ცაში, წვიმაში, მზეში და ქარში,
ხალისით სავსე სიცოცხლის ნავში.
წარმოგიდგინე გრძნობების ალში,
ცისარტყელაში, ღრუბლების ლანდში..
სადაც არსებით მივსებ არსებას,
განვიცდი გრძნობით გულის ავსებას..

                                                      
                                                 04.09.16
                                                გ.ბლიაძე

Friday, June 24, 2016

მე და "ყურშა"


წყნარია ღამე, ავია მთვარე..
არია რამე? - ფიქრები და მე..
მშვიდია ქუჩა, მთლად გაიყურსა,
ვართ მე და "ყურშა", დარდები გვმუსრავს..

გვახურავს ტლანქი და უხეში საბანი
ყურშასაც მოსწყინდა გამითბოს სავანე..
უნდა რომ გაიქცეს, გაეცნოს სიცოცხლეს,
სიამეს, სილაღეს, სიხარულს, სიშორეს..

ძაღლური ბუნება არ აძლევს გასაქანს,
ვიცი არ დამტოვებს ჩრდილების ამარა..
ჩვენ ერთად შევკრიბეთ ოცნების ამალა,
გვინდა იქ გავფრინდეთ და შევკრათ კამარა..

ცხოვრებამ მოგვიგდო დღეები რთული,
თუმცა გათენდება მალე დღე სრული..
იმედი გვიღვიძებს სიცოცხლის სურვილს
ამდენმა ნატვრამ კი მოგვგვარა რული..

ჩვენ წავალთ, მოვივლით სიზმრების სამყაროს,
მთვარე გვიმასპინძლებს, ღრუბლები გაგვართობს..
კვლავ დაგიბრუნდებით სინათლით ხელში,
მზე გამოგვაცილებს სხივების გემით.. 
                            
                                                     გ.ბლიაძე

Friday, June 17, 2016

                                           შავი საბურველი

     ზაფხულის დაღლილმა დღემ თბილი, შავი საბურველი შემოიხვია და გაირინდა.. ქაოტური, ხმაურიანი, ენერგიული და სიცოცხლით სავსე დღე, საინტერესო, მიმზიდველ და იდუმალ არსებად გარდაისახა.. უცნაური ისაა, რომ ასეთი უფრო მომხიბვლელია.. როგორც წესი, დღე განსაზღვრავს შენს გეგმას, მისი მიხედვით ადგენ წესრიგს, გარკვეულწილად მასზე ხარ დამოკიდებული, ცდილობ, რაც შეიძლება მეტი ჩაატიო მასში და გამოიყენო თითოეული წუთი, გამოწურო დღე.. ამ დროს, ალბათ, შენს გეგმებზე ორიენტირებულს, სულაც არ გცალია მასზე საფიქრალად.. შენც მასთან ერთად ერთვები მდუღარე ცხოვრების ფერხულში და ცდილობ არ ჩამორჩე.. მასთან ერთად მიდიხარ, მირბიხარ, ხმაურობ, ჩქარობ.. იცინი, ტირი, ყვირი, გწყინს, გიხარია, გიყვარს.. გათოვს, გაწვიმს, გათბობს.. დღე შენ და შენ დღეს აძლევ ენერგიას.. სანამ ბოლოს ის არ გადაწყვეტს თავი დააღწიოს ამ ქაოსს, ცოტა ხნით დაგემალოს, იცის სხვაგვარად არ მოასვენებ.. შემოიხვევს შავ საბურველს და ასე, გაყურსული ისვენებს.. თუ კარგად დააკვირდები შენიშნავ, არის გარინდული და თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით არასოდეს იძინებს.. უბრალოდ ისვენებს, მისთვის ესეც კოლოსალური შვებაა, შემძვრალა საბურველში და გაფაციცებით იყურება, ან კი რა დააძინებს,  იმისი შიშით "დანაშაულზე" არავინ წაასწროს.. მე მივაგენი, მაგრამ ისე მოვიხიბლე მისით ასეთ ამპლუაში, ფრთხილად ყოფნა გადავწყვიტე, რომ არ შევემჩნიე და დამფრთხალიყო.. მას შემდეგ, ასე ქურდივით ვუთვალთვალებ როდესაც შავ საბურველში გაეხვევა.. როგორც მისი დღიური გიჟური მუხტი, ასევე მისი სიმშვიდის ჟამს განცდილი ემოციებია გადამდები.. რაც, ვაღიარებ, ფრიად სასიამოვნო შეგრძნებაა.. ასე რომ, ამის შემდეგ კარგად დააკვირდით მას, რომელიც ჯერ თავის ჭკუაზე გვატარებს, შემდეგ ჩვენს გაბითურებას ცდილობს და გვემალება.. რომელიც, მიუხედავად განწყობის, ამინდის და სხვა სახის პროგნოზებისა, მაინც ყველაზე სასურველი, მიმზიდველი და საყვარელია. შავი საბურველით, თუ მის გარეშე..

                                                                                                               16.06.16
                                                                                                             გ. ბლიაძე

Tuesday, May 17, 2016

                             * * *

როდესაც არ აქვს ცხოვრებას არსი,
როცა არსებამ დაკარგა ფასი..
როცა მოგიცვამს გრძნობები ფარსი,
შემოგხვევია სიყალბის გარსი..

როცა უგულოდ შეხვდები მაისს,
დილას, შუადღეს, მთვარეს და დაისს..
როცა საზრდოობ წარსულის სულით,
აწმყო გიკარგავს ცხოვრების სურვილს..

როცა იპოვი მეობას ეულს,
ვეღარ ერევი საკუთარ სხეულს..
როცა გამძიმებს უაზროება -
სჯობს გაქრე, გაჰყვე უსაზღვროებას..

                                          04.04.16