ალბათ შევხვდებით ოდესმე
და გეცეკვები ტანგოს,
არგენტინულს და არახალს,
მოვაწყობთ ცეცხლოვან ამბოხს!
ალბათ ოდესმე შევხვდებით
და გეცეკვები ვალსსაც,
შევიგრძნობთ კანით, სურნელით,
მოვიხდით ვალსის ვალსაც..
შევხვდებით ალბათ ოდესმე
მოვიქცევთ სამყაროს ფეხქვეშ,
ლამპიონ-მნათობი მთვარისგან
დავიხსნით სინათლის ელფებს.
ოდესმე ალბათ შევხვდებით,
გაჩუქებ გულღია ამბორს
და თუ არასდროს შევხვდებით
მოგიწყობ საშინელ ამბოხს!
No comments:
Post a Comment