შემოდგომის დილით, სიმშვიდის ბურუსში გახვეული ოთახის,
ოდნავ შეღებული ფანჯრებიდან დილის სუსხი შემომეპარა და მაიძულა საბანში კიდევ უფრო
ღრმად ჩამეყვინთა. შემდეგ ეს სასიამოვნოდ მყუდრო ატმოსფერო ჩავლილი მატარებლის მიერ
გამოცემულმა ჰანგებმა აავსეს. სარეცელზე, სითბოს მოწყურებული და მისკენ მსწრაფი ფიფქებივით
დაეფინნენ, მისი გაზიარება მომთხოვეს, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. მეზობელ სახურავზე
ჩამომჯდარი მთვარე ცნობისმოყვარე მეზობელივით ცდილობს ანთებული თვალებით ოთახში შემოჭყიტინებას,
თუმცა იდილიის დაურღვევლად, მალვით.. რაც სულაც არ არის საჭირო, მზად ვართ სიამოვნებით
მივიღოთ და ფინჯანი ყავითაც კი გავუმასპინძლდეთ.. გარეთ შემოდგომა ამთქნარებს და ძალებს
იკრებს თავისი 3 თვიანი მორიგეობის ღირსეულად და პასუხისმგებლობით შესასრულებლად..
თუმცა ჩემთან, გულში ისევ ზაფხულია.. მიუხედავად შემოდგომის მიმართ უსაზღვრო პატივისცემისა,
რაც შეიძლება დიდხანს ვცდილობ ზაფხულის გულით ტარებას, თავისი ოქროსფერი ემოციებით,
სილაღით, ენერგიულობითა და დასავიწყარ-დაუვიწარი თავგადასავლებით..
გ.ბ.
06/09/2017
No comments:
Post a Comment