* * *
შენ დაეფინე ჩემს ცხოვრებას ფერად ზმანებად
და სიყვარულის აამღერე სულში ნოტები..
შენ ხარ ხალისი და აღმაფრენა და აღტაცება
და სიდიადით აღტყინება უხვი გრძნობების..
შენ მოექარგე ცხოვრების გზას ქარგით ნატიფით
და ამოავსე ცარიელი ქარგის ნაწილი..
შენ ხარ ნახევარი, ჩემს ნახევარს დროში გაცლილი,
შენ ხარ ავსება და შენ ხარ სავსება და ჩემი ნაწილი..
შენ ხარ გაზაფხულის ნორჩი სურნელება ჰაერს გაშლილი,
მინდვრის აყვავება, ყვავილთ აფეთქება, გულის წადილი..
შენ ხარ განთიადი, გაცისკროვნება და სხივით აღვსილი,
კვირტის დატკბობა და არსის დათბობა და სულის ძახილი..
შენ ხარ გრძნობების და სიტკბოს მოზღვავება სხეულს დაღვრილი,
შენ ხარ სიკეთე და შენ ხარ გაღიმება ბაგეს დავლილი..
შენ ხარ სიხარული, ჩემი ცხოვრებისთვის აზრად გახდილი..
შენ ხარ სიყვარული, დიდი სიყვარული ჩემში ჩაღვრილი..
07.04.2013
No comments:
Post a Comment