* * *
მეცოტავება შენთვის სამყარო,
დილა მზიანი მაინც მსურს გახარო..
არ მემეტება შენთვის სიბნელე,
მთვარიან ღამეს მაინც გიხსენებ..
მეცოტავება შენთვის გრძნობები,
თუმცა ჩემს გრძნობებს არასდროს შორდები..
შენთვის ცოტაა ჩემი არსება,
მაინც მსურს შენთვის ცხოვრების ავსება..
მეცოტავება შენთვის ბუნება,
მაინც მსურს გიჩვენო რა ნაზად მუქდება..
მეცოტავება მე შენთვის სითბო,
მაინც მსურს გული მხოლოდ მე გითბო..
არ მემეტება შენთვის სიცივე,
მაინც წვიმაში ხეტიალს ვიმეტებ..
მეცოტავება შენთვის სიზმრები,
თუმცა ყოველ ღამ მათ ეხიზნები..
ვერ გაგიმეტებ ცივი ზამთრისთვის
და მსურს ბუხარი თბილი ღამისთვის..
მეცოტავება მე შენი ტრფობა,
თუმცაღა მე მან უხვად დამთოვა..
No comments:
Post a Comment