* * *
ჩემი ცხოვრების გამობრწყინება
და სიყვარულის აღორძინება,
წრფელი გრძნობების გამოვლინება -
ამ ქვეყნად შენი აღმოჩინება..
ყოფიერების გამოდარება,
შენთვის ამ გულის გადმობარება,
გრძნობის ჭურჭლიდან გადმოდინება -
შენი ამ ქვეყნად აღმოჩინება..
ნეტარი წუთის უკვდავქმნილება,
სითბოს და სიტკბოს უხვად დინება,
სულიერების ნათელქმნილება -
ამ ქვეყნად შენი აღმოჩინება..
თბილი განცდების უხვად ვლინება,
უფლისა მადლმან ასე ინება -
შენი ამ ქვეყნად აღმოჩინება
ჩემი ცხოვრების აღორძინება..
21.04.2013
No comments:
Post a Comment